შემთხვევა
ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცი იპოვეს
ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ტელეკომპანია "ბორჯომს" ბაკურიანის განვითარების სააგენტოში დაუდასტურეს. შემთხვევა ციხისჯვრის მიმართულებით არსებულ "შავ კლდესთან" 28 მარტს მოხდა. 48 წლის ბაკურიანელი დიმიტრი გოგოლაძე ტერიტორიაზე მეგობრებთან ერთად ბურანით იმყოფებოდა, რა დროსაც მთიდან თოვლის მასა ჩამოიშალა. ზვავში მოყვა დიმიტრი გოგოლაძე.

მისი ძებნის პროცესი 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მდგომარეობას მიუვალი ტერიტორია და უამინდობაც ართულებდა. ძებნის პროცესში ჩართული იყო ცოცხალი ძალა, ვერტმფრენი და დრონები.
Print