ახალი ამბები
ახალდაბასთან ტრაილერი გადაბრუნდა
ბორჯომი-თბილისის ცენტრალურ
მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ახალდაბის ტერიტორიაზე ტრაილერი
გადაბრუნდა.
![](images/temp/2023/12/12/89ea15bdeea2ace68537a704b5246ad4.jpg)
შემთხვევის ადგილზე არავინ დაშავებულა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე
დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება. ახალდაბის ტერიტორიაზე, ეს
არ არის პირველი ავტოსაგზაო შემთხვევა. მსგავსი ფაქტები აქ შედარებით
ხშირად ფიქსირდება.