საზოგადოება
მასშტაბური ავარია თბილისში- ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა გურამიშვილის გამზირზე - ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

პირველადი ინფორმაციით, ავარია ავტობუსის მძღოლის გამო მოხდა, რომელიც შეუძლოდ გახდა. ადგილზე უკვე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრუილო პოლიციის ჯგუფები.

წყარო: rustavi2.ge
Print