ახალი ამბები
ახალციხე-ასპინძის გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა
დღეს, 18 თებერვალს, ახალციხე–ასპინძის დამაკავშირებელ გზაზე სატვირთო მანქანა გადაბრუნდა. "სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, რეზერვუარიდან სავარაუდოდ გუდრონი (ბიტუმი) იღვრება, რომელიც მტკვარში ჩადის.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და სახანძრო–სამაშველო სამსახური, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
Print