„დიდუბეში" ლიანდაგებში ჩავარდნილი ახალგაზრდა კაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
მეტროსადგურ „დიდუბეში" ლიანდაგებში
ჩავარდნილი ახალგაზრდა კაცი ცოცხალი ამოიყვანეს და ამჟამად კლინიკაშია
გადაყვანილი.
ახალგაზრდა ბიჭი კლინიკა „ჰელსიკორში“ გადის მკურნალობას. როგორც
სამედიცინო დაწესებულებაში აღნიშნავენ, ის მართვით სუნთქვაზე
იმყოფება.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მეტროს მუშაობა რამდენიმე საათის
განმავლობაში შეზღუდული იყო. ადგილზე მობილიზებული იყვნენ შესაბამისი
სამსახურების წარმომადგენლები.