საზოგადოება
ხუთი მარტის ვალუტის კურსი
05 / მარტი 2024
ხუთი მარტის ვალუტის კურსი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6590 ლარი გახდა.
"აღდგეს კუკუშკა" - პეტიციას ხელი 12 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა
04 / მარტი 2024
"აღდგეს კუკუშკა" - პეტიციას ხელი 12 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა
"ვითხოვთ კუკუშკის აღდგენას" - ამ სათაურით პეტიცია ვებგვერდზე manifest.ge 16 იანვარს, დათი ბურჭულაძის ავტორობით გამოქვეყნდა.
ნინოწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა-არის მსხვერპლი
02 / მარტი 2024
ნინოწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა-არის მსხვერპლი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განძასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ახალციხეს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სადგური დაემატა
02 / მარტი 2024
ახალციხეს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სადგური დაემატა
ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ქალაქ ახალციხეში ახალი ავტომატური სადგური დაემატა.
ქვეყნები, სადაც წლიური ხელფასი ყველაზე მაღალი და დაბალია
02 / მარტი 2024
ქვეყნები, სადაც წლიური ხელფასი ყველაზე მაღალი და დაბალია
ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, თუ რამდენად მეტს ან ნაკლებს გამოიმუშავებთ სხვა ქვეყანაში დასაქმებულ დაქირავებულ პირთან შედარებით? ალბათ, კი. Lovemoney.com წარმოგიდგენთ რამდენიმე ქვეყანას, სადაც ხელფასი ყველაზე მაღალი ან დაბალია.

მაჩვენებლები დაფუძნებულია Numbeo-ს სტატისტიკაზე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ცხოვრების ხარჯების მონაცემთა ბაზის შემგროვებელია.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე დაბალი საშუალო წლიური შემოსავალი პაკისტანში დასაქმებულებს აქვს და ეს 2,147 დოლარს შეადგენს.

ეგვიპტის საშუალო წლიური ხელფასი გადასახადების გარეშე - 2,177 აშშ დოლარია. ბანგლადეშის - 2,950 დოლარი; ინდონეზიის - 3,798 დოლარი; კენიის საშუალო წლიური ხელფასი გადასახადების გარეშე - 3,965 დოლარია; კოლუმბიის - 4,527 დოლარი და ა.შ.

თუმცა არსებობს ქვეყნები, სადაც საშუალო წლიური ხელფასი გადასახადების გარეშე ყველაზე მაღალია:

შვეიცარია - 79,735 დოლარი;
ლუქსემბურგი - 64,017 დოლარი;
სინგაპური - 61,812 დოლარი;
აშშ - 56,040 დოლარი;
კატარი - 49,146 დოლარი;
არაბეთის გაერთიანებული საემიროები - 40,319 დოლარი.
წყარო: lovemoney.com

წუარო: www.bpn.ge
ნარკოდანაშაულისთვის შსს-მ 10 პირი დააკავა
02 / მარტი 2024
ნარკოდანაშაულისთვის შსს-მ 10 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10 პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ბელარუსის და ისრაელის მოქალაქეები.

ამასთან, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული ბ.შ., 1993 წელს დაბადებული ი.შ., 1977 წელს დაბადებული ე.ი., 2005 წელს დაბადებული გ.ლ., 2006 წელს დაბადებული ნ.დ., 1968 წელს დაბადებული გ.ო., 1978 წელს დაბადებული ე.მ., 1996 წელს დაბადებული ა.ს., 2002 წელს დაბადებული ა.ა. და 2001 წელს დაბადებული ა.ჰ.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ბელარუსის და ისრაელის მოქალაქეები.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ასევე, დიდი ოდენობით თანხა, ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორი.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად ა.ჰ. თბილისში დააკავეს. ბრალდებულისგან ნივთმტკიცებად ამოღებულია 440 აბი „ექსტაზი“, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი „კანაფი“, „მარიხუანა“ და „ჰაშიში“.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოსა და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის საქმეზე ფონიჭალაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი - ე.მ. და ა.ს. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს 18 შეკვრად დაფასოებული - 3 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ე.წ. სირეცი, 97 350 აშშ დოლარი, 6080 ლარი და 2 790 000 რუსული რუბლი.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - გ.ლ. და ნ.დ. გლდანი-ნაძალადევის რაიონში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად 31 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ე.წ. ბიო ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ა.ა. მარიხუანას გასაღების მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული ბ.შ., ი.ნ. და ე.ი.-სგან ნივთმტკიცებად ამოღებულია, ნარკოტიკული საშუალება კოკაიანი, მარიხუანა, ასევე, ამოღებულია თანხა, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორი, სასიგნალო პისტოლეტი და 9 ვაზნა.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გ.ო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინი" და "ამფეტამინი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6596 ლარი გახდა
02 / მარტი 2024
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6596 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6596 ლარი გახდა.
პირველად ისტორიაში, ბაკურიანში თოვლის ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება
29 / თებერვალი 2024
პირველად ისტორიაში, ბაკურიანში თოვლის ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება
ევროპის ფრენბურთის კონფედერაცია ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატს თოვლის ფრენბურთში ბაკურიანში ატარებს. მასპინძლის სტატუსის მოსაპოვებლად საქართველოს კონკურენტი იტალია იყო, თუმცა საბოლოოდ არჩევანი მაინც ბაკურიანზე გაკეთდა.

საქართველო ტურნირზე ორ-ორი გუნდით იასპარეზებს, როგორც ვაჟთა, ისე ქალთა კატეგორიებში და აღსანიშნავია ისიც, რომ მონაწილეები ასაკობრივი ნაკრების წარმომადგენლები არიან.

ტურნირი 1-იდან 3 მარტის ჩათვლით, სასტუმრო “კრისტალის” ტერიტორიაზე გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ იტალიის, პოლონეთის, თურქეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, მოლდოვისა და სომხეთის წარმომადგენლები.

თამაში ქვიშის ფრენბურთის ანალოგია და თითოეული გუნდი სამი მოთამაშისგან არის დაკომპლექტებული. თამაში ევროპის ფრენბურთის კონფედერაციამ 2015 წელს ოფიციალურ სპორტის სახეობად დაამატა.

ცნობისთვის, ზაფხულში 18 წლამდე ქვიშის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატს ამბასადორი “კაჭრეთი” უმასპინძლებს.

bm.ge

საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილია დაახლოებით 535 000 ლარის ღირებულების ოქროს კონტრაბანდის ფაქტი
29 / თებერვალი 2024
საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილია დაახლოებით 535 000 ლარის ღირებულების ოქროს კონტრაბანდის ფაქტი
საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილია დაახლოებით 535 000 ლარის ღირებულების ოქროს კონტრაბანდის ფაქტი.
როგორია გორის თავშესაფარში გადაყვანილი ძაღლის მდგომარეობა
29 / თებერვალი 2024
როგორია გორის თავშესაფარში გადაყვანილი ძაღლის მდგომარეობა
ბორჯომიდან რამდენიმე დღის წინ პიტბულის ჯიშის ძაღლი გორის თავშესაფარში გადაიყვანეს.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.