ახალი ამბები
"ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტების რეკორდული რაოდენობაა" - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კლინიკაში პაციენტების რეკორდული რაოდენობა იმყოფება.
როგორც თენგიზ ცერცვაძე ჟურნალისტებთან საუბარში განმარტავს, ბოლო დღეებში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა. „ბოლო დღეებში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა. დღეს ჩვენთან პაციენტების რეკორდული რაოდენობა - 50 პაციენტი წევს. მათგან 18-ის პასუხი უკვე მოვიდა და უარყოფითია. ასე, რომ 18 პაციენტი უახლოეს პერიოდში დატოვებს კლინიკას და წავლენ თვითიზოლაციაში, ან კარანტინში. დადასტურებული შემთხვევა კლინიკაში გვაქვს 11. ამ პაციენტებიდან ორი დაინფიცირდა ირანში, დანარჩენი - იტალიაში, ხოლო ბოლო ორი პაციენტი იტალიაში დაინფიცირებულებთან კონტაქტის შედეგად. მდგომარეობა ერთი პაციენტის არის საშუალო სიმძიმის, მას აქვს ორმხრივი სერიოზული პლევმონია და უტარდება სერიოზული მკურნალობა. ის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის, ჩვენი სიფხიზლე და ყურადღება გამართლდა, ეს პაციენტი მართლაც საჭიროებს სერიოზულ ყურადღებას, თუმცა, ამ პაციენტს არ აქვს ის ნიშნები და ორგანოთა ფუნქციის მხრივ ის დაზიანებები, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათოდ ითვლება. მის სიცოცხლეს ამჟამად არავითარი საფრთხე არ ემუქრება. მიუხედავად მძიმე შემთხვევისა, ვიმედოვნებ, რომ ეს პაციენტი განიკურნება” - განაცხადა ცერცვაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.