ახალი ამბები
ახალციხეში "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" რეგიონული ოფისი გაიხსნა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელი უკვე ახალციხეშიც ჰყავს. ოფისი, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონს დაფარავს, ახალციხეში, ივანე ნებიერიძის N18-ში მდებარეობს. რეგიონულ წარმომადგენლობას თამუნა უჩიძე უხელმძღვანელებს. პრეზენტაციას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ახალციხის თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები დაესწრნენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ საქმიანობის მთავარი მიმართულებები, სტუმრებს ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა გააცნო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ახალციხის ოფისი კორუფციის რისკებზე, საჯარო სამსახურში შესაძლო გადაცდომებთან და დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირებასთან დაკავშირებით იმუშავებს.
Print