Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [8]: Error occurs when save image "/home/borjomi/public_html/pictures/1". __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [8]: Error occurs when save image "/home/borjomi/public_html/pictures/1". __LINE__
ახალი ამბები
გაზზე მომუშავე ავტომობილები ინსპექტირების გაუვლელობის გამო დაჯარიმდებიან
1-ლი ივლისიდან ახალი 1-10 წლის გაზზე მომუშავე ავტომობილები ინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში დაჯარიმებას ექვემდებარებიან. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლებს ტექდათვალიერების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ექნებათ, 100 ლარით დაჯარიმდებიან.

შეგახსენებთ, რომ რეგლამენტის მიხედვით, 17 და მეტი წლის აირბალონებზე მომუშავე მანქანებს ტექდათვალიერების ვალდებულება 2018 წლის 1 იანვრამდე; 14-16 წლის ავტომობილებს - 2018 წლის პირველ ივლისამდე; 11-13 წლის ავტომობილებს კი 2019 წლის პირველ იანვრამდე ჰქონდათ. ხოლო ყველაზე ახალი 1-10 წლის ავტომობილებისთვის საბოლოო ვადა 2019 წლის პირველი ივლისი იყო.

აირბალონების პერიოდული შემოწმება შემდეგი პერიოდულობით ხორციელდება:

ნახშირბადიანი ფოლადისგან ან ლითონპლასტიკისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება – სამ წელიწადში ერთხელ;ლეგირებული ფოლადისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება – ხუთ წელიწადში ერთხელ.იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის დოკუმენტაციით არ ირკვევა აირბალონის მასალის შემადგენლობა, ასეთი ბალონის შემოწმება სავალდებულოა 3 წელიწადში ერთხელ.აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების შემოწმება სავალდებულოა 3 წელიწადში ერთხელ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.