ახალი ამბები
ავარიის შედეგად დაზარალებული ქალი გარდაიცვალა

დღეს,ბორჯომში,რუსთაველის ქუჩაზე ავარიის შედეგად დაზარალებული 60-წლამდე ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.მცირეწლოვანი გოგონების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.შეგახსენებთ,რომ შემთხვევა,დაახლოებით დილის 10:00 საათზე მოხდა.ბორჯომში,"მარადიულ ცეცხლთან" ქვეითად მოსიარულეებს  მანქანა დაეჯახა.როგორც გაირკვა დაზრალებულები ბორჯომში დასასვენებლად იყვნენ ჩამოსულები.
ადგილზე ტელეკომპანია "ბორჯომის'' გადამღები ჯგუფი მუშაობს,დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ.

Print