Error
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურმა მაშველი გოგონები გადაამზადა

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურმა მაშველი გოგონები გადაამზადა, რომლებიც წელს პირველად ზღვაზე დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე იზრუნებენ.

უწყების ინფორმაციით, წელს აჭარის სანაპიროზე 20-მდე გოგონა მაშველი იქნება. ისინი საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან და მათ ფიზიკური მომზადება აკადემიის ბაზაზე გაიარეს.

„შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში წყალზე მაშველთა რაოდენობა 160-და 250-მდე გაიზრდება, რაც 50-ით მეტია, ვიდრე გასულ წელს“ - აცხადებენ უწყებაში.

15 ივნისს, აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება და სწორედ ამ დღეს წყალზე მაშველები ოფიციალურად შეუდგებიან საქმიანობას.

 

Print