ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას ავიაკომპანია SkyUp იწყებს
4 ივნისიდან ქუთაისის აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, იწყებს ოპერირებას. ამის შესახებ ინფორმაციას თავად აეროპორტი ავრცელებს. კერძოდ, საუბარია ავიაკომპანია SkyUp-ზე. კომპანია რეისებს ქუთაისი - ხარკოვისა და ქუთაისი - ოდესის მიმართულებით შეასრულებს. ფრენები კვირაში ორჯერ, რეგულარულად შესრულდება.
Print