ახალი ამბები
აბასთუმანში ავტოსადგომის მოწყობაზე 9-მილიონიანი ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

აბასთუმანში,სადგურისა და ღია ავტოსადგომის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესყიდვის მიზნით ტენდერი მეორედ 21 მაისს გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 8 ივნისს დაიწყება და 13 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 9 028 361 ლარია. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ავტოსადგომი გათვლილი უნდა იყოს 4.2 ჰა ტერიტორიაზე 1 000 ავტომობილზე.

„საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს: ღია ავტოსადგომი მინიმუმ 1 000 მანქანაზე. აქედან - 200 ავტოსადგომი ელექტრო მანქანისთვის, სატენი პორტალებით, რომელთაგან 100 ავტოსადგომი უნდა იყოს გადახურული; 10 ავტობუსის ავტოსადგომი; ავტოსადგომის ტერიტორიაზე შესასვლელ/გამოსასვლელი გზების მოწყობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ნაგებობებით/კონსტრუქციებით (მაგ. ხიდი) და მათი დაკავშირება ცენტრალურ სამანქანო გზასთან.ავტოსადგომის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების ოპტიმალური გადაწყვეტა; სამანქანო შესასვლელ-გასასვლელი შლაგბაუმით/ბოლარდებით (ავტომატური, მიწაში ჩამავალი); საფეხმავლო შესასვლელი და გასასვლელი; ავტოსადგომის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკები (გამოყოფილი მანქანის სავალი ნაწილიდან); შესასვლელში და გასასვლელში ბილეთების შესაძენი და დასარეგისტრირებელი აპარატები,“ - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

სატენდერო პირობების თანახმად, ტერიტორიაზე იგეგმება ასევე მცირე სადგურის მოწყობაც, რომლის მოსაცდელი ფართი მინიმუმ 150 ადამიანზე იქნება გათვლილი. სადგური მოემსახურება საზოგადოებრივ ტრანსპორტს სტუმართა გადასაყვანად ავტოსადგომიდან დაბა აბასთუმანში.

შეგახსენებთ,რომ აბასთუმანში ავტოსადგომისა და სადგურის მოწყობის მიზნით, ტენდერი აპრილშიც გამოცხადდა. რომელშიც ყველაზე დაბალი ფასი წარადგინა - "ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა) აბსოლუტ სერვისი და კომპანია "ბლექ სი გრუპმა", თუმცა, კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.