ახალი ამბები
ზოგიერთ მხარეს აქვს მცდელობა, პოლიცია გახადოს მხარე - გიორგი გახარია
შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ამ მიმართვაში ხაზგასმული საკითხები პოლიციელსა და შსს-ს თითოეულ თანამშრომელს აღელვებს. გახარიამ ყველა მხარეს მოუწოდა, რომ პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის პირობებში პოლიცია არ გახადონ მხარე.

„მინდა მოგმართოთ თითოეული პოლიციელისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის სახელით, სწორედ იმ საკითხებზე, რომელიც მათ აღელვებთ. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციის ხარისხი საკმაოდ მაღალია. საკმაოდ მაღალი რადიკალიზაციის პირობებში ხორციელდება ჩვენი სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება და ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ მხარეს აქვს მცდელობა, რომ ამ პროცესში პოლიცია გახადოს მხარე. მაშინ როდესაც ერთმნიშვნელოვნად, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია არის, რომ პოლიცია არის სრულიად აპოლიტიკური და ეფექტური ორგანო. შესაბამისად, როდესაც ასეთ მცდელობებს აქვს ადგილი, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიცია არის ყველასი და პოლიციის ძირითადი მიზანი, რეფორმების ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ პოლიცია იყოს აპოლიტიკური“ - განაცხადა გახარიამ.

შს მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ხშირად ადგილი აქვს პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობებსაც.

„მეორე მნიშვნელონი საკითხი გახლავთ ის, რომ სისტემური ხასიათი მიიღო სამწუხაროდ, პოლიციის და პოლიციელის დისკრედიტაციის მცდელობამ და ეს იღებს კამპანიურ ხასიათს. რა თქმა უნდა, აქაც ყველამ ერთად უნდა გავიხსენოთ ის, რომ პოლიცია ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს და პოლიციის რეპუტაციას უნდა გავუფრთხილდეთ ყველა, რამეთუ ეფექტური პოლიცია და მართლწესრიგი არის თითოეული მოქალაქის დღევანდელ და მისი მომავლის ინტერესებში“ - აღნიშნა მინისტრმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.