Error
ახალი ამბები
ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას მოქალაქეები 1 მარტამდე შეძლებენ
ქაღალდის პირადობის მოწმობის, ახალი პირადობით ჩანაცვლება, 1 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. ბორჯომის იუსტიციის სახლს მოქალაქეები აქტიურად მიმართავენ. ამ დრომდე 500-ზე მეტმა ბენეფიციარმა უკვე ისარგებლა აქციით. ამ პერიოდის განმავლობაში, ისინი გათავისუფლებულები არიან პირადობის მოწმობის დამზადების და ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქციის ინიციატივა, იუსტიციის მინისტრს ეკუთვნის.

საარჩევნო სიების სრულყოფის მიზნით იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გაუმჯობესდა, კერძოდ: 2 600 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა პირადობის ელექტრონული მოწმობა, აქედან – 1 470 000-მდე დოკუმენტი, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.
Print