ახალი ამბები
კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტური გახდება - მამუკა ბახტაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით , კანონი განსაკუთრებით გამკაცრდება იმ პირებისთვის, ვინც მსგავს დანაშაულებრივ ქმედებაში არასრულწლოვნების ჩაბმას შეეცდება.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას ვიხილავთ. ჩვენ ვაგრძელებთ კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლას, რომლის ერთ-ერთი სერიოზული გამოვლინებაა ე.წ. ქუჩური გარჩევები, მათი სიხშირე და ხშირ შემთხვევაში, მძიმე შედეგები ჩვენი მხრიდან უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას მოითხოვს. შესაბამისად, დღეს ჩვენ ვიხილავთ ახალ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც ე.წ. ქუჩის გარჩევები გახდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით გამკაცრდება სასჯელი იმ პირთა მიმართ, ვინც ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაში არასრულწლოვნების ჩაბმას შეეცდება. კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტური გახდება და ჩვენ შევძლებთ თავიდან ავიცილოთ ის მძიმე შედეგები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ასეთ გარჩევებს უკავშირდება“ - განაცხადა ბახტაძემ.


Print