ახალი ამბები
ხაშურში სამგზავრო მატარებელი და მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
ერთმანეთს ბორჯომი-თბილისის სამგზავრო მატარებელი და მანქანა შეეჯახა. შემთხვევა დღეს , ხაშურის რაიონში, სოფელ ტეზერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაშავდა მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, ხოლო მატარებელი რამდენიმე საათის განმავლობაში გაჩერებული იყო.

„გამოძიება 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. აღნიშნული მუხლი 2-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია“- განაცხადეს შსს-ში.

წყარო - DiaNews.Ge
Print