ვალუტა
USD
USD
1
2.6598
EUR
EUR
1
3.0162
RUB
RUB
100
4.0543
GBP
GBP
1
3.4617
TRY
TRY
1
0.4986
დოკუმენტური ფილმები
ბორჯომი -4 - 10 °C
img
ახალციხე -3 - 9 °C
img
თბილისი 1 - 12 °C
img
ასპინძა -7 - 7 °C
img
ახალქალაქი -11 - 3 °C
img
ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთში ერუშეთის ეროვნული პარკი მოეწყობა
ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომლის განხილვაც პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, სამცხე-ჯავახეთში იქმნება ახალი დაცული ტერიტორია - ერუშეთის ეროვნული პარკი, 11 680,5 ჰა ტერიტორიაზე, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტებში.

„ერუშეთის დაცული ტერიტორიის შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას თურქეთის რესპუბლიკასთან. რაჭის ეროვნული პარკის დაარსება კი ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, „ეკო-დერეფნების“ ქსელის გაფართოებას, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას და დასაქმებას ტურისტულ სერვისებში.ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პირობებში სწორედ დაცულმა ტერიტორიებმა უნდა უზრუნველყონ საქართველოს გამორჩეული ბუნებრივი მრავალფეროვნებისა და მოსახლეობისთვის ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება. შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც, ბუნებრივი ტერიტორიების ტრანსფორმაციის შეჩერების, მათი სამეურნეო ზეწოლისაგან დაცვის მიზნით, დიდი მნიშვნელობა აქვს ახალი დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებასა და არსებული დაცული ტერიტორიების გაფართოებას“-აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

ცნობისათვის, ამჟამად საქართველოში 88 სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიაა: 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 11 ეროვნული პარკი, 42 ბუნების ძეგლი, 19 აღკვეთილი და 2 დაცული ლანდშაფტი. დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 600 597 ჰექტარია, რაც ქვეყნის ტერიტორიის 8 პროცენტია.
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, 2012-2014 წლებში მონიტორინგის შედეგად,
14:10 / 15-02-2019
თუ საერთაშორისო პარტნიორების დახმარების თხოვნა დაგვჭირდება, გავაკეთებთ ამას და როგორც ჩანს, უახლოეს პერიოდში ამას გავაკეთებთ
14:05 / 15-02-2019
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს.
13:59 / 15-02-2019
კვირის ქრონიკა
დღის პოპულარული სიახლე
ბორჯომში ახალი გარემოსდაცვითი პროექტი იწყება
"ტყის მრავალფუნქციური გამოყენების პოპულარიზაცია და დანერგვა ბორჯომის მუნიციპალიტეტში" - ასე ჰქვია პროექტს, რომლის განხორციელებაც იწყება ბორჯომში.
12:12 / 22.02.2019
კალენდარი