ვალუტა
USD
USD
1
2.6598
EUR
EUR
1
3.0162
RUB
RUB
100
4.0543
GBP
GBP
1
3.4617
TRY
TRY
1
0.4986
დოკუმენტური ფილმები
ბორჯომი -4 - 10 °C
img
ახალციხე -3 - 9 °C
img
თბილისი 1 - 12 °C
img
ასპინძა -7 - 7 °C
img
ახალქალაქი -11 - 3 °C
img
ახალი ამბები
"რეპეტიტორობის სისტემა კორუფციულია" - ირინა აბულაძე
ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განათლების ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ,გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

"რეპეტიტორებს ჩვენს რეგიონში ყოველთვის წყალობდნენ, მაგრამ საინტერესოა ამ რეპეტიტორობის ტენდენციების ნახვა. თუ საბჭოთა კავშირის დროს რეპეტიტორობა მძვინვარებდა იმიტომ, რომ კორუფციული სისტემა იყო, უმაღლეს სასწავლებლებში რომ მოწყობილიყვნენ, მერე დაიწყო დაბლა სვლა და ახლა ჩამოსულია საბაზო საფეხურის დასაწყისში.  ახლაც არის ეს სისტემა კორუფციული სინამდვილეში და რისკის შემცველი, მაგრამ ამის გარდა სერიოზული ეთიკური პრობლემები აქვს. მასწავლებლები მშობლებს ეუბნებიან, წაიყვანე, მოამზადე. ეს კვლევაში წერია. მასწავლებლები ამბობენ, რომ მე ამას ვეუბნები მშობლებს, რომლებსაც ვენდობი და ვუშვებ ჩემს მეგობართან. ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც ამბობს რამდენი უნდა იყოს მასწავლებლის დატვირთვა და რა არის მისი ვალდებულება, რომ მოსწავლეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა გაუკეთოს და გააძლიეროს ის უნარები, რაშიც მას გაძლიერება სჭირდება, ცხადია, ამას არავინ გააკეთებს, თუ მასწავლებელი არ იქნება დაინტერესებული მეტი სამუშაო საათები აიღოს. იცით რატომ არ უნდათ მეტი სამუშაო საათები აიღონ სტატუსის მქონე მასწავლებლებმა? - რაც უფრო მაღალი სტატუსი აქვს, მისი მომსახურება უფრო ძვირადღირებულია. მთლიანად დეგრადირებულია ყველაფერი - ეთიკურობიდან დაწყებული იმით, რაც გვაქვს. ბავშვმა შედეგს რომ მიაღწია, ახლა იმასაც ვერ ვხვდებით, ვისი დამსახურებაა: სკოლის, რეპეტიტორის თუ მშობლის"- განაცხადა აბულაძემ და დასძინა, რომ „სკოლების შეფასება არის ერთი დიდი კითხვის ნიშანი“.
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, 2012-2014 წლებში მონიტორინგის შედეგად,
14:10 / 15-02-2019
თუ საერთაშორისო პარტნიორების დახმარების თხოვნა დაგვჭირდება, გავაკეთებთ ამას და როგორც ჩანს, უახლოეს პერიოდში ამას გავაკეთებთ
14:05 / 15-02-2019
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს.
13:59 / 15-02-2019
კვირის ქრონიკა
დღის პოპულარული სიახლე
ბორჯომში ახალი გარემოსდაცვითი პროექტი იწყება
"ტყის მრავალფუნქციური გამოყენების პოპულარიზაცია და დანერგვა ბორჯომის მუნიციპალიტეტში" - ასე ჰქვია პროექტს, რომლის განხორციელებაც იწყება ბორჯომში.
12:12 / 22.02.2019
კალენდარი