ახალი ამბები
პარლამენტში ახალი საპენსიო სისტემის თაობაზე საკანონმდებლო პაკეტის განხილვა იწყება
საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტს ფრაქცია “ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“ სთავაზობს. პროექტის განხილვა 11 თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისდა საფინანო-საბიუჯეტო კომიტეტებშია დაგეგმილი.

ფრაქცია “ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, საპენსიო შენატანები შემდეგნაირად გადანაწილდება: დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას სქემის მონაწილე თითოეულ დასაქმებულზე, საპენსიო ფონდში დაუბეგრავი ხელფასის ორ პროცენტს რიცხავს, რასაც სახელმწიფოს ასევე 2%-იანი შენატანი ემატება. თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპით (არსებული დასაქმებულები აფინანსებენ ხანდაზმულთა პენსიებს) სოლიდარობის სქემიდან პენსიების გაცემა მოხდება სქემაში ჩართვიდან მომდევნო წელს გასულ პენსიონერებზე, რომლებიც ერთი წელი მაინც იხდიდნენ თაობათა სოლიდარობის სქემაში საპენსიო შენატანს.
Print