"ახალი ტურისტული ა(ა)იპი ,ფულის საჭრელი მანქანაა" - ბაკურ გელაშვილი
16:39 / 06.02.2019
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალი ტურისტული ა(ა)იპ-ის შექმნას,
ბორჯომში საკრებულოს ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელი დეპუტატები
გამოეხმაურნენ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი , ტურისტული ნიშნით
შექმნილ ა(ა)იპ-ს ფულის საკეთებელ მანქანას უწოდებს, “ევროპული
საქართველოს“ წარმომადგენელი კი ამბობს,რომ თუ ა(ა)იპ-მა
ვიწროპარტიული ფუნქცია არ შეიძინა და იმ მიზნით გააგრძელა მუშაობა,რა
დატვირთვითაც იქმნება, ამ შემთხვევაში მის ფუნქციონირებას
მიესალმება.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე შალვა
ბერძენიშვილი,იმ სიკეთეებსა და პოზიტიურ ცვლილებებზე საუბრობს,რასაც
ა(ა)იპ-ის შექმნა რეგიონში გამოიწვევს.
შეგახსენებთ,რომ „დანიშნულების მართვის ორგანიზაცია“ იქმნება
იმისათვის,რომ მან უზრუნველყოფს რეგიონში უნიკალური ტურისტული
პროდუქტებისა დაა მომსახურებების შემუშავება,ტურიზმის
პოპულარიზება,რეგიონის იმიჯის ხელშეწყობა ადგილობრივი და უცხოელი
ტურისტების მოსაზიდად,ასევე ა(ა)იპ-ის მიზანია ვიზიტორთა
დანახარჯებისა და ვიზიტების ხანგრძლივობის გაზრდას ხელი შეუწყოს. ახალ
ა(ა)იპ-ს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები
დააფინანსებენ, მისი ბიუჯეტი დაახლოებით 70 000 ლარით
განისაზღვრება.