ახალი ამბები
"დაგროვებითი საპენსიო სისტემა"- SJMC-ის ორგანიზებით ბორჯომში ტრენინგი გაიმართა
ა.ო "სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის" ორგანიზებით,ბორჯომში დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით ტრენინგი ჩატარდა. დაინტერესებული მოქალაქეებისთვის,ტრენინგი სერთიფიცირებულმა აუდიტორებმა ჩაატარეს.ტრენინგზე შემდეგი საკითხები განიხილეს : რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს და დამსაქმებლებს;რა უნდა ვიცოდეთ დაგროვებითი პენსიის შესახებ;
ასევე აქცენტი გაკეთდა უფლებებსა და მოვალეობებზე, ვისთვის არის სისტემა სავალდებულო და რა სქემით მოხდება თანხის გადანაწილდება.

ტრენინგს სიახლით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.მათი განცხადებით ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია,სამომავლოდ პრაქტიკულ საქმიანობაში დაეხმარებათ.

შეგახსენებთ,რომ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა.,მთავრობის ინიციატივით, მოქალაქე პენსიას თავად დააგროვებს, წლების განმავლობაში დაგროვებული თანხა კი საპენსიო ასაკის მიღწევისას უკან დაუბრუნდება.საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხის ოდენობა დამოკიდებული იქნება საპენსიო შენატანებზე, საპენსიო ფონდის საინვესიტიციო შემოსავალსა და დასაქმების ხანგრძლივობაზე.


Print