მობილური ქსელების მომსახურება ძვირდება
კომპანია „სილქნეტი“ სატარიფო ცვლილებებს 1 მარტიდან გეგმავს.
„ახალი საფასო პოლიტიკის შედეგად, როგორც ფიქსირებული, ასევე მობილური
ქსელის აბონენტები მიიღებენ გაუმჯობესებულ პაკეტებს და მობილური
ინტერნეტის გაზრდილ მოცულობებს“ - წერია კომპანიის ვებგვერდზე.
კერძოდ, “ჯეოსელის“ 5-ლარიანი პაკეტი -7 ლარი, 10-ლარიანი 15 ლარი,
ხოლო 25-ლარიანი 30 ლარი ხდება. ცვლილებებს გეგმავს
„მაგთიც“.ინტერნეტის ზრდის ხარჯზე ემატება ტარიფი, რადგან 18
თებერვლიდან ტარიფი „მარტივი 25“ 30 ლარი ხდება, თუმცა, მობილური
ინტერნეტი: 1500 მბ იქნება 1000 მბ-ის ნაცვლად.
ასევე წესდება ნომრის მომსახურების საფასური რაც ჯეოსელის შემთხვევაში
ყოველთვიურად 20 თეთრს გულისხმობს. მაგთის აბონენტებისთვის კი 180
დღის განმავლობაში 1 ლარი.