ახალი ამბები
ამოქმედებული "ჭკვიანი" კამერები და დაჯარიმებული მძღოლები ბორჯომში
ე.წ „ჭკვიანი“ კამერები ბორჯომში დაახლოებით ერთი კვირაა ამოქმედდა,მიუხედავად მცირე დროისა მოქალაქეების გარკვეული რაოდენობა უკვე დაჯარიმდა. მძღოლების უმრავლესობა ბორჯომში აცხადებს,რომ ე.წ „ჭკვიანი“ კამერები საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვას შეუწყობს ხელს,თუმცა როგორც ამბობენ დამონტაჟებული კამერების რაოდენობა პატარა ქალაქისთვის ზედმეტად ბევრია.ადგილობრივები დასაშვები სიჩქარითაც უკმაყოფილოები არიან.როგორც დღეს ჩვენთან საუბარში განაცხადეს,მძღოლები ყველა ხშირად სოფელ ყვიბისთან ჯარიმდებიან.ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 441 ვიდეოკამერა მუშაობს.646 კი - ე.წ. "ჭკვიანი" ვიდეოკამერაა. სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით უკვე 375 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზა კონტროლდება.
Print