ახალი ამბები
ევროკავშირი საქართველოსთვის 13 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციას გამოყოფს
ევროკავშირი მსოფლიო ბანკთან ერთად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 13 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციის გამოყოფას აპირებს. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის განვითარების მიზნით ევროკომისიამ და მსოფლიო ბანკმა ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს, რომელიც პრიორიტეტად ისახავს პროექტების განხორციელებას სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

აღნიშნული პროექტები მთლიანობაში 13 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციებს მოითხოვს, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია 4.800 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო და სარკინიგზო გზების, 6 პორტის და 11 ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობა.


Print