ახალი ამბები
ხვალ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
17 იანვარს დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია თოვლჭყაპი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.
„17 იანვარს მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“- აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოში.
Print