ვალუტა
USD
USD
1
2.6629
EUR
EUR
1
3.0368
RUB
RUB
100
4.0103
GBP
GBP
1
3.4463
TRY
TRY
1
0.4974
დოკუმენტური ფილმები
ბორჯომი -8 - 5 °C
img
ახალციხე -8 - 4 °C
img
თბილისი -2 - 8 °C
img
ასპინძა -11 - 3 °C
img
ახალქალაქი -14 - -1 °C
img
ახალი ამბები
15 იანვრიდან სამშენებლო მასალების ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება
15 იანვრიდან ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება შემდეგი სახის სამშენებლო პროდუქციაზე: ცემენტი, არმატურა, ელექტროკაბელები, პლასტმასის მილები. აღნიშნული რეგლამენტი ევროკავშირის განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზეა დაფუძნებული.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით საქართველოს მთავრობამ ბაზარზე წარმოდგენილი გარკვეულ სამომხმარებლო და ინდუსტრიულ პროდუქტებზე ზედამხედველობის კანონმდებლობის დაახლოების ვალდებულება აიღო.

რეგლამენტი განსაზღვრავს ეკონომიკური ოპერატორების  ვალდებულებას, უზრუნველყონ სამშენებლო პროდუქტების შესაბამისობა რეგლამენტის მოთხოვნებთან. რეგლამენტის თანახმად, იმპორტის გზით სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსებისთვის, იმპორტიორი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია ან შესაბამისი დოკუმენტები, სამშენებლო პროდუქტის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისა და ამ დოკუმენტის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსათვის მიწოდების მიზნით. შემოსავლების სამსახური კი ვალდებულია, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას გააჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ისეთი სამშენებლო პროდუქტის ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტები და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს.

აღნიშნული პროდუქციის ზედამხედველობა განხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ, რომელიც შეუსაბამობების გამოვლენის შემთხვევაში მოახდენს სათანადო რეაგირებას - შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორებს დაავალდებულებს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის მიმართ შემდეგი შემზღუდველი ღონისძიებების გატარებას პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება, ამოღება, გამოთხოვა და განადგურება.
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
2019 წლის სექტემბრიდან, მასწავლებელთა სტატუსის მოსაპოვებლად საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდება
19:27 / 19-01-2019
შაბათ-კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებები წითელას უფასო ვაქცინაციასთან
19:15 / 19-01-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე
09:14 / 17-01-2019
კვირის ქრონიკა
დღის პოპულარული სიახლე
"ბავშვების თეატრი"
უკვე 31 წელია, ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი სხვადასხვა სპექტაკლის პრემიერას მართავს და ბავშვების განწყობაზე ზრუნავს.
19:05 / 19.01.2019
კვირის პოპულარული სიახლე
კალენდარი
«« იანვარი 2019 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123