ვალუტა
USD
USD
1
2.6629
EUR
EUR
1
3.0368
RUB
RUB
100
4.0103
GBP
GBP
1
3.4463
TRY
TRY
1
0.4974
დოკუმენტური ფილმები
ბორჯომი -8 - 5 °C
img
ახალციხე -8 - 4 °C
img
თბილისი -2 - 8 °C
img
ასპინძა -11 - 3 °C
img
ახალქალაქი -14 - -1 °C
img
ახალი ამბები
"მოთხილამურე" პატრული მთის კურორტებზე - რეფორმის მეორე წელი
სამთო-სათხილამურო კურორტებზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას, შსს-ს სხვა დანაყოფებთან ერთად,მეორე წელია „მოთხილამურე პატრული“ იცავს.
გასულ წელს მოთხილამურე სამართალდამცველებმა დახმარება 143 ადამიანს აღმოუჩინეს.2018 წლის დასაწყისიდან დღემდე, მათ იპოვეს და პატრონებს დაუბრუნეს 49 ნივთი,ასევე იპოვეს 11 დაკარგული პირი.

სამთო–სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი პატრული სათხილამურო გზებზე სხვადასხვა სახის შემთხვევების პრევენციას და დამსვენებელთა უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს.





სასრიალო ტრასებზე მოთხილამურე პატრულის ფუნქცია-მოვალეობებია:
  • სათხილამურო გზით მოსარგებლე პირთა წესების დაცვის კონტროლი
  • საფრთხის შემქმნელ პირთა სათხილამურო გზიდან ჩამოშორება
  • ალკოჰოლურ ან ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა ზემოქმედების დამახასიათებელი ქცევის კონტროლი
  • მოსწავლე-მოთხილამურეთა ვარჯიშის არეალის კონტროლი და უსაფრთხოების ზომების დაცვა
  • სათხილამურო ტრანსპორტზე აკრძალული ტრანსპორტით გადაადგილების აღკვეთა
  • სათხილამურო გზებზე არსებული მონიშვნების, ნიშნების და უსაფრთხოების ბარიერების კონტროლი.

პოლიციელებს ფორმის ტანსაცმელსა და სათხილამურო ჩაფხუტზე აქვთ განმასხვავებელი წარწერა - „SKI PATROL" და „POLICE".




„მოთხილამურე პატრულის“ საპილოტე პროექტის განხორციელება 2016 წლის იანვარიდან შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო.სიახლე პირველ ეტაპზე, საპილოტე პროექტის სახით, გუდაურში ამოქმედდა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, აკრძალულია:
  • სასრიალო ზონაში სასრიალო ტრასაზე თოვლმავლითა და მოტოციგით გადაადგილება, გარდა უფლებამოსილი პირებისა
  • სასრიალო ზონაში სასრიალო ტრასაზე მოსარგებლის მიერ სრიალი ან თოვლმავლის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში
  • დახურულ სასრიალო ტრასებზე შესვლა
  • დაუშვებელია სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ სხვა მოსარგებლესთან შეჯახების შემდეგ შემთხვევის ადგილის მიტოვება დაზარალებულისათვის სათანადო დახმარების აღმოჩენისა და უფლებამოსილი ორგანოსთვის ან პირისთვის შეტყობინების გარეშე.

 



FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
2019 წლის სექტემბრიდან, მასწავლებელთა სტატუსის მოსაპოვებლად საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდება
19:27 / 19-01-2019
შაბათ-კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებები წითელას უფასო ვაქცინაციასთან
19:15 / 19-01-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე
09:14 / 17-01-2019
კვირის ქრონიკა
დღის პოპულარული სიახლე
"ბავშვების თეატრი"
უკვე 31 წელია, ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი სხვადასხვა სპექტაკლის პრემიერას მართავს და ბავშვების განწყობაზე ზრუნავს.
19:05 / 19.01.2019
კვირის პოპულარული სიახლე
კალენდარი
«« იანვარი 2019 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123