ახალი ამბები
ფარავანი-ნინოწმინდას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
ფარავანი-ნინოწმინდას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი ქარი, ნამქერი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ 110 - კმ 146 (ფარავანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
Print