ახალი ამბები
"სიგარეტი გაძვირდა,გადავალთ თივაზე და თივას მოვწევთ"- მოქალაქე
1-ლი იანვრიდან თამბაქო გაძვირდა. უფილტრო სიგარეტის ფასი საშუალოდ 1,1 ლარით გაიზარდა, ფილტრიან სიგარეტზე კი ფასმა 40-50 თეთრით მოიმატა. ფასები გაიზარდა როგორც ადგილობრივად წარმოებულ, ასევე იმპორტირებულ პროდუქციაზე. ამის მიზეზი უფილტრო სიგარეტზე აქციზის გადასახადის 1,7 ლარამდე გაზრდაა. აგრეთვე გაიზარდა ადვალური გადასახადი ფილტრიან სიგარეტზე 10%-დან 30%-მდე.
შემცირდება თუ არა თამბაქოთი მოსარგებლეთა რიცხვი სიგარეტის გაძვირებით, ამ კითხვით დღეს ბორჯომში მცხოვრებლებს მივმართეთ. 


Print