ახალი ამბები
ტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდა

საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის 1 იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდა.


ინსპექტირების საფასური 60 ლარს შეადგენს.ბორჯომში ტაქსის მძროლები აცხადებენ,რომ მანქანების 50 % მოძველებულია და ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლის.ადგილობრივების ნაწილი აქცენტს ინსპექტირების გადასახადზე აკეთებს და ამბობს,რომ 60 ლარის გადახდა მათთვის რთული იქნება. თუ ინსპექტირებას ვერ გაივლიან,ტაქსის მძღოლების ნაწილი მუშაობის შეწყვეტას და მანქანების გაჩერებას გეგმავენ.ტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების სავალდებულო წესს ბორჯომში მოქალაქეების უმრავლესობა მიესალმება,მათი განცხადებით ეს სიახლე ტრანსპორტით გადაადგილებას უსაფრთხის გახდის.ადგილობრივების ნაწილი დღეს მძიმე სოციალურ ფონზე საუბრობდა და ამბობდა,რომ ტექნიკური ინსპექტირების გადასახადი მძღოლებს მძიმე ტვირთად დააწვებათ.
შეგახსენებთ,რომ სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო 2019 წლიდან გახდა.პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის გავ­ლი­სას ავ­ტო­მო­ბილ­მა 7 ძი­რი­თა­დი კრი­ტე­რი­უ­მი უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს.

ყვე­ლა ავ­ტომფლო­ბელს, რომ­ლის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­საც აღ­მო­აჩ­ნდე­ბა ისე­თი ხარ­ვე­ზი, რაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა დად­გე­ნილ მო­თხოვ­ნებს, მი­ე­ცე­მა ერთთვიანი ვადა პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად.

ამას­თან, მკაცრ­დე­ბა ინ­სპექ­ტი­რე­ბის მოწ­მო­ბის არ­ქო­ნის შემ­თხვე­ვა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ე­ბი. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი, ფი­ზი­კუ­რი პი­რის­თვის ჯა­რი­მა იქ­ნე­ბა 50 ლარი, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის­თვის - 200 ლარი.

მძღოლს შეუძლია ინსპექტირების ცენტრი სურვილის მიხედვით შეარჩიოს.

 


Print