ახალი ამბები
ქვეყანაში გავრცელებული გრიპის ვირუსი და ვითარება ბორჯომში
საქართველოში A ტიპის გრიპის ვირუსი გავრცელდა,კლინიკებში მიმართვიანობა განსაკუთრებით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაიზარდა. პაციენტებს სხვადასხვა სიმპტომები აღენიშნებათ,ყველაზე გამოკვეთილი მაღალი სიცხეა,რაც ხანგრძლივად ნარჩუნდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით საქმე ეპიდემიასთან არ გვაქვს,თუმცა მიმართვიანობა გასულ წელთან შედარებით 2-ჯერ არის გაზრდილი.

რაც შეეხება ბორჯომს,აქ ეპიდემიის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.ქალაქის სამედიცინო ცენტრში მიმართვიანობა მხოლოდ უმნიშვნელოდ არის გაზრდილი.



Print