ახალი ამბები
ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ბორჯომში
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
საახალწლო,დეკორატიული ნივთები ბორჯომის,ქარელის,ხაშურისა და გორის დღის ცენტრების ბენეფიციარებმა შექმნეს.

გამოფენა-გაყიდვა პროექტის ფარგლებში გაიმართა,რომელსაც ა.ო „მწვანე ბორჯომი“, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან ერთად ახორციელებს.პროექტი,რომლის დევიზია: "ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს" Polish Aid-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


Print