ახალი ამბები
"მხოლოდ შენ შეგიძლია გადაარჩინო ტყე ხანძრისაგან" - ბანერები ბორჯომში
ტყის ხანძრების რისკის პრევენციის მიზნით,ბორჯომში 13 საინფორმაციო ბანერი განთავსდა,დევიზით : „მხოლოდ შენ შეგიძლია გადაარჩინო ტყე ხანძრისაგან“. ბანერები,პროექტის „ადგილობრივი თემების შესაძლებლობების გაზრდა ტყის ხანძრების რისკის პრევენციისათვის'' ფარგლებში დამონტაჟდა.

პროექტის ფარგლებში ტყის ხანძრების პრევენციის მოხალისეთა 20 წევრიანი ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ადგილობრივი თემის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად ჯგუფში არიან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის, სამაშველო სამსახურისა და სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები.

პროექტს,სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ,,ნაკრესი" და ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი",პოლონეთის სოლიდარობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით Polish Aid-ის ფარგლებში ახორციელებს.


Print