ახალი ამბები
„სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა“ ფოკუს ჯგუფის შედეგები წარადგინა
ა.ო "სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრმა", ახალციხეში საზოგადოებას ფოკუს ჯგუფის შედეგები წარუდგინა.ფოკუს ჯგუფები ახალციხის მუნიციპალიტეტში 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის’’ ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ისახავდა ადგილობრივი საჭიროებების გამოკვეთას. ფოკუს ჯგუფის დროს განხილულ საკითხებს შორის იყო : ახალციხეში არსებული გამოწვევები, ხალხსა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა, მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ინფორმაციის მიღების წყაროები, ასევე ხალხსა და ხელისუფლებას შორის ეფექტური კომუნიკაციის მექანიზმები.

კვლევის ფარგლებში ასევე ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუები ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ ძირითად საკითხებში ხალხისა და ხელისუფლების ხედვები ემთხვევა, თუმცა არის მიმართულებები, სადაც ორივე მხარე მეტი კომუნიკაციის საჭიროებას ხედავს.

ფოკუს ჯგუფი პროექტის - „ღია და ეფექტური მმართველობისათვის“ შემადგენელი ნაწილია, რომელსაც „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ (SJMC) ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) დაფინანსებით ახორციელებს.



Print