ახალი ამბები
ბორჯომის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის ემზადება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი წლისთვის მზადება დაიწყო.საახალწლო ღონისძიებების ჩასატარებლად ტენდერი უკვე გამოცხადდა ,მერია დღესასწაულისთვის 90 255 ლარის დახარჯვას გეგმავს,რომელიც მოიცავს 2 მთავარ კონცერტს ბაკურიანსა და ბორჯომში,ასევე დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციებზე ბავშვებისთვის დაგეგმილ მრავალფეროვან აქტივობებსა და ფოიერვერკებს.

მერია საახალწლო კონცერტებზე მონაწილეობის მისაღებად პოპულარული ჯგუფების მოწვევას გეგმავს.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ცნობილი 17 დეკემბერს გახდება.


Print