ახალი ამბები
წვევამდელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა სამაშველო სამსახურშიც შეეძლებათ
2019 წლის 1 იანვრიდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წვევამდელებს, არასამხედრო ალტერნატიულ სამსახურს სთავაზობს. სიახლე გულისხმობს, სამაშველო სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას, რომელიც 12 თვის ნაცვლად 18 თვიანი იქნება.

ისევე როგორც მეხანძრე-მაშველები, წვევამდელებიც იქნებიან ცვლაში და ისარგებლებენ სოციალური გარანტიებით. თუ რომელ რეგიონში და დანაყოფში გადანაწილდებიან შერჩეული წვავმდელები, ამას შესაბამისი კომისია გადაწყვეტს.

აღნიშნული სიახლის შესახებ, ტელეკომპანია "ბორჯომის" ეთერში, გადაცემა "ინტერაქტივში", საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კოორდინაციის განყოფილების ინსპექტორმა ისაუბრა.
Print