ახალი ამბები
IRI - პარტიებმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა აღიარონ
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტი დანიელ ტუაინინგი აცხადებს, რომ ქართული დემოკრატიის სიმყარე ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ საშიშ სამეზობლოში, რომელშიც საქართველოა.

„დემოკრატიაში არც ერთ პარტიას არ შეუძლია სანდოდ გამოიყენოს პოლიტიკურ ძალაუფლებაზე გრძელვადიანი მონოპოლია. ინსტიტუციური კონტროლი და ბალანსი, მათ შორის, თავისუფალი მედია და მოქნილი სამოქალაქო საზოგადოება, უმნიშვნელოვანეს ელემენტებად რჩება. ჩვენ ველით მომავალშიც გავაგრძელოთ საქართველოში ყველა დემოკრატიულ პარტიასთან მუშაობა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გასაძლიერებლად, რომლებიც ქართველი ხალხის სურვილებს გაითვალისწინებს“ - აცხადებს IRI-ის პრეზიდენტი.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI), საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შეფასებაც გააკეთა.მისი განცხადებით, არჩევნების ადმინისტრირება ეფექტურად და მოწესრიგებულად გაიმართა. “მიუხედავად იმისა, რომ იყო პროცედურული დარღვევები და დაფიქსირებული შეცდომები, როგორც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ასევე სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ, არ მიგვაჩნია, რომ მათ არჩევნების შედეგები შეეცვალა.
რაც შეეხება შედეგებს, ჩვენ არ მოველოდით ამომჩევლის აქტივობის ასეთ გაზრდას და ასევე გაკვირვებული ვართ არჩეული პრეზიდენტის გამარჯვების რიცხვობრივი უპირატესობით“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.

IRI ასევე დასძენს, რომ ორგანიზაცია გაკვირვებულია იმით, რომ ის თემები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, როგორიცაა უმუშევრობა, პენსიები, სახელფასო ზღვარი და სხვა ეკონომიკური საკითხები, პოლიტიკური დისკურსის ან დებატების ნაწილი არ იყო.
Print