ახალი ამბები
"ბორჯომის ბიუჯეტი თითოეულ მოქალაქეზე იქნება მორგებული"-გიორგი გოგიჩაიშვილი
დღეს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა  2 საკითხი განიხლეს,დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო რიგით მესამე საკითხიც,რომელიც ბორჯომის 2019 ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას ეხებოდა.დეპუტატებმა აღნიშნული საკითხის განხილვა გადადეს,საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით ბიუჯეტის პროექტი მერიას 22 ნოემბერს საკრებულომ შენიშვნებით დაუბრუნა,მერიას შენიშვნების გასათვალისწინებლად ან მათზე უარის სათქმელად ვადა 10 დეკემბრამდე აქვს,შესაბამისად ბიუჯეტის საჯარო განხილვა მერიის მიერ ბორჯომის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის წარდგენის შემდეგ მოხდება.

საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინეს.



Print