ახალი ამბები
როგორია ამომრჩევლებისა და პარტიების წინასაარჩევნო მოლოდინი ბორჯომში
ადგილობრივების ნაწილი ბორჯომში თვლის,რომ ახალი პრეზიდენტი ქვეყნისთვის პოზიტიური ცვლილებების მომტანი იქნება ,ნაწილს კი მიაჩნია,რომ მმართველმა გუნდმა ხალხის ნდობა დაკარგა და მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისგან კარგს არაფერს ელიან.

რაც შეეხება პარტიებს,როგორც „ქართული ოცნება“ ასევე „გაერთიანებული ოპოზიცია“ ბორჯომში დარწმუნებულია,რომ არჩევნებს მათი კანდიდატი მოიგებს.ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი,ამას ხვალ, 28 ნოემბერს ჩანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გადაწყვეტს.


Print