ახალი ამბები
ბორჯომის საკრებულომ მერიას ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით დაუბრუნა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, 15 ნოემბერს გადაგზავნილი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, საკრებულომ მერიას შენიშვნებით დღეს დაუბრუნა. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით საკრებულოში ააიპებ-ის ხელმძღვანელებს დაიბარებენ და გაარკვევენ, თუ რა კონკრეტული საქმიანობისთვის ითხოვენ წარმოდგენილ თანხებს.გიორგი გოგიჩაიშვილი ასევე განმარტავს,რომ ბიუჯეტის განხილვა მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით უნდა მოხდეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე, ბიუჯეტში ასახულ პრიორიტეტებზე საუბრობს. მისი განცხადებით ინფრასტრუქტურა,კულტურა, რელიგია,ახალგაზრდობა და სპორტი,ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა ასევე განათლება 2019 წელს პრიორიტეტული მიმართულებები იქნება.

შეგახსენებთ,რომ ბორჯომის ბიუჯეტის პროექტი,18 მილიონ 300 ათასი ლარით არის განსაზღვრული.ბორჯომის 2019 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დამტკიცდეს,კანონმდებლობა ბიუჯეტის დამტკიცებამდე პროექტის საზოგადოებისთვის გაცნობასა და საჯარო განხილვას ითვალისწინებს.


Print