ახალი ამბები
მოვალეთა რეესტრი ეროვნულ ბანკს დაექვემდებარება
„მოვალეთა რეესტრი გადავა ეროვნული ბანკის გამგებლობის ქვეშ,ე.წ „შავი სია“ აღარ იქნება ქვეყანაში“- ამის შესახებ პარლამენტის ჯადაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მოვალეთა რეესტრში აჟამად 750 000 მოვალეა და მის რეგულირებას 1-ლი იანვრიდან ეროვნული ბანკი მოახდენს.

ზოიძის თქმით, შავი სიიდან ამოღებით მოქალაქეებს ეძლევათ შანსი, ეკონომიკურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, ხოლო 1-ლი იანვრიდან ასამოქმედებელი რეგულაციები ემსახურება იმას, რომ ადამიანებმა აღარ აიღონ სესხი, თუკი მისი გადახდა არ შეუძლიათ.

„ძირითად ორგანიზაციებთან მიღწეულია შეთანხმება, დანარჩენ მიკროსაფინანსოებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. საბოლოო პირობები ჩამოყალიბდება და 3 დეკემბრისთვის უკვე გვეცოდინება რეალურად რა პარამეტრებზეა საუბარი. ვთვლით, რომ 600 000-ზე მეტ ადამიანზე უკვე მიღწეულია შეთანხმება. საუბარია 2000 ლარამდე სესხზე (რაც არის პრინციპული თანხა, ნარჩენი ან თავიდან აღებული, მნიშვნელობა არ აქვს საჯარიმო საურავებს და ა.შ.), რომელზეც ბოლო 1 წლის განმავლობაში გადახდა არ ფიქსირდება. ესენი ის ადამიანები არიან, ვინც გადაიწურეს იმედი, გამოთიშული არიან ეკონომიკურ საქმიანობას და პაქტიკულად, არალეგალურ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან. სწორედ მათ მივცემთ მეორე შანსს. როგორ გამოიყენებენ, ეს მათზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, ჩვენ, როგორც პასუხიმგებლიანი მთავრობა, ვიღებთ რეგულაციებს, რათა ეს შანსი ბოროტად არ გამოიყენონ და აღარ აიღონ სესხი, რომელსაც ვერ გადაიხდიან“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.