სახელმწიფო უწყებებში სამოხელეო დანაშაულის სტატისტიკა იზრდება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის მე-3
კვარტლის მონაცემებით, სამოხელეო დანაშაულის 516 ფაქტი დაფიქსირდა.
აღნიშნული მაჩვენებელი კი გასული წლების წლიურ მაჩვენებელს აღემატება.
კერძოდ, 2016-2017 წლებში საქართველოში „საქსტატის“ ცნობით, სამოხელეო
დანაშაულის 503 შემთხვევა იყო დაფიქსირებული.
შეგახსენებთ,რომ დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს სამსახურებრივი
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, უფლებამოსილების გადამეტებას,
სამსახურებრივ გულგრილობას, სიყალბესა და ქრთამის აღებას.