ახალი ამბები
10 აგვისტოდან დღემდე, ეროვნული ვალუტა დაახლოებით, 30 თეთრამდე არის გაუფასურებული

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მიმდინარე წლის აგვისტოდან უფასურდება. შესაბამისად, 10 აგვისტოდან დღემდე, ეროვნული ვალუტა დაახლოებით


, 30 თეთრამდე არის გაუფასურებული.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მონაცემებით აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7656 ლარი შეადგინა. შედეგად, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმსაც საკმაოდ მიუახლოვდა.

ცნობისთვის, დოლართან მიმართებაში გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი ლარმა 2016 წლის დეკემბერში აჩვენა, როცა ერთი დოლარის ფასი 2.7846 ლარი იყო.

რაც შეეხება ევროს, ლარი ევროსთან მიმართებით 3.80 თეთრით გაუფასურდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1766 ლარი გახდა.

რაც შეეხება მის რეკორდულ მაჩვენებელს, ევროსთან მიმართებით ეროვნული ვალუტის გაუფასურების მაქსიმუმი 2017 წლის ნოემბერში დაფიქსირდა, როცა ევროს ფასი 3.2440 ლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ,რომ დღეის მდგომარეობით 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7656 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7656 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7524 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0132 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1766 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1386 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.038 ლარი შეადგინა.



 

Print