ვალუტა
USD
USD
1
2.6741
EUR
EUR
1
3.0581
RUB
RUB
100
4.0707
GBP
GBP
1
3.4421
TRY
TRY
1
0.4992
ბორჯომი 4 - 8 °C
img
ახალციხე 3 - 8 °C
img
თბილისი 5 - 13 °C
img
ასპინძა 3 - 8 °C
img
ახალქალაქი 0 - 6 °C
img
საზოგადოება
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა
ვფიქრობ სიტყვები, როგორიცაა “მოღალატე” და „ფაშისტი” არ არის რაციონალური დისკუსიის ნაწილი პოლიტიკური კამპანიის დროს - ამის შესახებ  ამერიკის  შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში ჯორჯ კენტმა განაცხადა.

კენტი საქართველოში ყველა მხარეს მოუწოდებს, წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ერთმანეთთან საუბრისას ცივილური ტონი გამოიყენონ.

„ვფიქრობ სიტყვები, როგორიცაა „მოღალატე” და „ფაშისტი” არ არის რაციონალური დისკუსიის ნაწილი პოლიტიკური კამპანიის დროს. მიმაჩნია, კანდიდატები ერთმანეთს იდეების და საქართველოსა და ქართველი ხალხის მომავალზე მათი შეხედულებების დონეზე უნდა შეეჯიბრონ” - აღნიშნა კენტმა.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე პერიოდში მედიის როლზე საუბრისას მან განაცხადა, რომ „ნებისმიერ საზოგადოებაში მედიის როლი საზოგადოებისთვის კრიტიკულ საკითხებზე ინფორმაციის გაზიარებაა. ვფიქრობ, კარგია შეხედულებების მრავალფეროვნების ქონა. ეს ნიშნავს იმას, რომ არსებობდეს სხვადასხვა სახის მედია, რომლებიც განსხვავებულ პერსპექტივას, განსხვავებული ფორმის ინფორმაციას აჩვენებს“ - განაცხადა კენტმა.

კენტმა დასძინა, რომ მედიას საზოგადოების ინფორმირებაში დიდი როლი აკისრია. ამიტომ, მისი თქმით, მოქალაქეების უფლებაა მედიისგან პროფესიონალიზმი მოითხოვონ. ბევრ ქვეყანაში მედია ხშირად მიმართავს საკუთარ ერთგულებას რომელიმე ფილოსოფიის ან პოლიტიკური პარტიის მიმართ და მისი განცხადებით, ეს იმის ნაწილია, რომ გაგებული იქნას, თუ ვის ხელშია მედია და ვისთან არის ის ასოცირებული.

საქართველოში 28 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები იზიარებს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დასკვნას, რომ არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა.

"საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ ბევრი კანდიდატიდან აერჩიათ მომავალი პრეზიდენტი, რომელთა შორისაც ორმა უდავოდ მიიღო ყველაზე მეტი მხარდაჭერა, რომლებიც მეორე რაუნდში გადავიდნენ. ამ მეორე რაუნდში ჩვენი მოლოდინი იქნება, არჩევნები კვლავ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდეს და ქართველი ხალხის უფლება - არჩევანი თავისუფლად და შეზღუდვების გარეშე გააკეთოს - დაცული იქნება“ - განაცხადა კენტმა.
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ
11:23 / 20-11-2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების
11:13 / 20-11-2018
ვაშლოვანის გზაზე ჩარხისწყლის ხიდთან კლდიდან დაგორებულმა ქვებმა გზა ჩახერგა გაზსადენი მილი დააზიანა და მოძრაობა შეაფერხა
11:38 / 17-11-2018
კვირის ქრონიკა
გამოკითხვა
რომელ კანდიდატს უჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?
დღის პოპულარული სიახლე
საპატრულო პოლიციის აღჭურვილობას სიჩქარის მზომი ხელის რადარები დაემატება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების
11:13 / 20.11.2018
კალენდარი
«« ნოემბერი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12