ახალი ამბები
გედევან ფოფხაძის განცხადებას ბორჯომში პოლიტიკური პარტიები გამოეხმაურნენ
ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ განცხადება გააკეთა ,სადაც ამბობს,რომ არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება სამოქალაქო ომის დაწყებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
გედევან ფოფხაძის კომენტარს, დღეს ბორჯომში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ,მათი განცხადებით ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი მიზნად მოსახლეობის დაშინებას და მათ თავისუფალ ნებაზე გავლენის მოხდენას ისახავდა.
გედევან ფოფხაძის კომენტარის შეფასება დღეს ქართული ოცნების ბორჯომის რაიონულ ორგანიზაციას ვთხოვეთ,თუმცა მათ განცხადება არ გააკეთეს.



Print