საზოგადოება
საბანკო რეგულაციების ამოქმედება გადავადდა
საბანკო რეგულაციები, რომლებიც 1-ელი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა.  საქართველოს ეროვნული ბანკის  განცხადებით, რეგულაციების პროექტი გამარტივდა ,შემოკლდა და ამჟამად ტექნიკური დეტალების დაზუსტებაზე მიმდინარეობს მუშაობა. როდის შევა ძალაში ახალი რეგულაციები, ამას ეროვნული ბანკი ვერ აკონკრეტებს.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ნოემბრიდან საბანკო სექტორისთვის მთელი რიგი რეგულაციები უნდა ამოქმედებულიყო. აქამდე არსებული პროექტის მიხედვით, იცვლებოდა სესხის მოცულობის ლიმიტები და კოეფიციენტები. ყველა ბანკისთვის სავალდებულო ხდებოდა სესხის აღების მსურველის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის ჩატარება. ძველი პროექტით, უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს ან თანამსესხებელს საკუთრებაში გააჩნია ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეგულაცია პირველი ნოემბრიდან მხოლოდ საბანკო სექტორზე უნდა გავრცელებულიყო, დანარჩენზე კი 2019 წლის პირველი იანვრიდან. თუმცა, როგორც გაირკვა, ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი რეგულაციები 1-ელი ნოემბრიდან აღარ ამოქმედდება.
Print