საზოგადოება
"ეს ქვები რომ დაგვიყარეს, ბალანთაში ცოტა ქვებია?" - მოსახლეობა გზის მოასფალტებას ითხოვს
ბალანთაში გზის რეაბილიტაციის ხარისხს იწუნებენ და მის მოასფალტებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, სოფლის შიდა გზები მოიხრეშა, რამაც მანქანებით გადაადგილება კიდევ უფრო გაართულა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში ირწმუნებიან, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან აღნიშნულ მონაკვეთზე სრულმასშტაბიანი სამუშაოები დაიწყება და ბალანთელებს აღნიშნული პრობლემა მოუგვარდებათ.
Print