ახალი ამბები
2 წლით მიტოვებული სამუშაოები და მოუწყობელი ტროტუარები გამსახურდიას ქუჩაზე
ბორჯომში გამსახურდიას ქუჩაზე უკვე მეორე წელია ქვეითად მოსიარულეებს გადაადგილება უჭირთ,მიზეზი კი მოუწყობელი ტროტუარებია. სამუშაოების მწარმოებელ კომპანია შპს "უნივერსალს" გამსახურდიას ქუჩაზე ტროტუარების მოწყობა 2017 წლის 29 აგვისტოს უნდა დაესრულებინა,თუმცა სამუშაოების ნაწილი შეასრულა და ობიექტი მიატოვა.
აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები ადგილობრივების გარდა მოუწყობელ ტროტუარებს რიგითი ბორჯომელებიც აპროტესტებენ,მათი განცხადებით ეს ცენტრალური ქუჩაა,რომლითაც ხშირად სარგებლობენ,ტროტუარების არარსებობა კი მათ საფრთხეს და დამატებით დისკომფორტს უქმნით.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს,რომ შპს "უნივერსალთან" სამართლებრივი დავა მიმდინარეობს.ტროტუარების დარჩენილი ნაწილის მოსაწყობად კი მერია ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს.მერის მოადგილეს სამუშოების დაწყების კონკრეტული თარიღის დასახელება უჭირს,თუმცა აცხადებს რომ მერია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ტროტუარების პრობლემა მიმდინარე წლის ბოლომდე მოგვარდეს.

საკითხის გარკვევის მიზნით  სამუშაოების მწარმოებელ კომპანიასთან გასაუბრება ვცადეთ,თუმცა შპს "უნივერსალის" დირექტორს თეიმურაზ დობორჯგინიძეს ვერ დავუკავშირდით.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.