ახალი ამბები
"ვესაუბრებით ამომრჩევლებს"- ცესკოს საინფორმაციო კამპანია ბორჯომში
საინფორმაციო კამპანია „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ გრძელდება.აქციის ფარგლებში,საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქალაქეებს ბორჯომის N36 საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები შეხვდნენ და საკუთარი საარჩევნო უფლებების, საარჩევნო პროცესების, არჩევნების ისტორიის და საოლქო საარჩევნო კომისიების ფუნქცია/მოვალეობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს . მოქალაქეებს გადაეცათ საინფორმაციო ბარათები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ.საინფორმაციო კამპანიის მიზანია გაძლიერდეს კომუნიკაცია ამომრჩეველსა და საოლქო საარჩევნო კომისიებს შორის, გაიზარდოს მოქალაქეთა საარჩევნო ცნობიერება და ამომრჩეველს ჰქონდეს ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ.


Print